საუდის არაბეთში მამაკაცმა დაჭრა მეან-გინეკოლოგი, რომელმაც მისი ცოლი ამშობიარა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 27.05.2016
ნანახია: 1547

ერ-რიადში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ცოლის მეან-გინეკოლოგი მუჰამედ ალ-ზაბნი დაჭრა. Gulf News-ის ინფორმაციით, მამაკაცი ითხოვდა, რომ მისი ცოლი მხოლოდ ქალს ემშობიარებინა.

გამოცემის ცნობით, ცოლის მშობიარობის შემდეგ მამაკაცი ექიმთან მივიდა და უთხრა, რომ მისი ცოლისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის მადლობის გადახდა უნდოდა.

ისინი კლინიკის ბაღში მშვიდად საუბრობდნენ, როდესაც მოულოდნელად ბავშვის მამამ ჯიბიდან იარაღი ამოიღო და ექიმს ესროლა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ექიმი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პოლიციამ თავდამსხმელი მალე დააკავა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე