ბოლო ზარზე 16 წლის გოგონა გააუპატიურეს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 26.05.2016
ნანახია: 2056

24 მაისის, საღამოს სანკტ-პეტერბუგში 16 წლის გოგონა, დიანა მეგობრებმა საცხოვრებელი სახლის სარდაფში აღმოაჩინეს. ის უცხო პირმა გააუპატიურა, რის შემდეგაც გოგონას მშობელმა პოლიციას მიმართა.

წინასწარი ინფორმაციით, ამ დღეს სკოლის მოსწავლე ორმაგად ზეიმობდა - ჰქონდა ბოლო ზარი და დაბადების დღე.

"დაზარალებული ვერაფერს ყვება, გონება დაბინდული აქვს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება”, - აცხადებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. გოგონა ამჟამად ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება. 

ინფორმაციას ambebi.ge მოამზადა topnews.ru-ს მიხედვით.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე