სახალხო დამცველმა ხურჩაში მოკლული მოქალაქის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 26.05.2016
ნანახია: 1381

25 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველი 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე აფხაზი ე.წ. მესაზღვრეების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს ეწვია და მათი მწუხარება გაიზიარა.

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის ხელყოფისათვის საერთაშორისო სამართლებრივიპასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად რუსეთის ფედერაციას უნდა დაეკისროს, როგორც რეალური კონტროლის განმახორციელებელსახელმწიფოს.

სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებები არარის სათანადოდ დაცული, განსაკუთრებით კი სოფელ ხურჩაში, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები რუსი და აფხაზი სამხედროებისპირისპირ, მარტო არიან დარჩენილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე