საქართველოს პრეზიდენტი ყატარის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 26.05.2016
ნანახია: 1334

საქართველო - ყატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და  თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს გიორგი მარგველაშვილმა და ყატარის თავდაცვისმინისტრმა ხალიდ ბინ მოჰამად ალ ატიამ ორმხრივ შეხვედრაზე.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტიგენტების მონაწილეობა და როლი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ასრულებს მსოფლიომშვიდობის დამყარებაში.

მხარეები მიესალმნენ საქართველოში ყატარის საელჩოს გახსნას და ურთიერთობების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ესწრებოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე