სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 26.05.2016
ნანახია: 1753

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბონდო ოჩიგავა , ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი და ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს  სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სუს-ის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოში ახალწვეულები  ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

 ფიცის დადების შემდეგ ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს გამორჩეულ   ჯარისკაცებს , რომლებმაც უკვე გაიარეს სამხედრო სამსახური , მადლობის სიგელები გადაეცათ .

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე