20 ავტომობილი მიწის ქვეშ - რა მოხდა ფლორენციაში

საქართველო, თბილისი - 15:54 | 25.05.2016
ნანახია: 1610

ფლორენციაში გზა ჩაინგრა და ავტომობილები მიწის ქვეშ ჩაიტანა

იტალიის ქალაქ ფლორენციის ცენტრში  გზის 200-მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა და ავტომობილები მიწის ქვეშ ჩაიტანა. ინციდენტი მდინარე არნოს სანაპიროზე ცნობილი ხიდის მონტე-ვეკიოს სიახლოვეს მოხდა.

ავტოსადგომზე გაჩერებული 20 ავტომობილი მიწისქვეშ აღმოჩნდა.

ქალაქის მერის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამაშველო სამსახურების წარმომადგენლების თქმით, გზის ჩანგრევა მიწისქვეშა მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია.  



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე