"კორცხელში ნაცემი პოლიციელი, გათელილი და განადგურებული სახელმწიფოს სიმბოლოა" - ნუგზარ წიკლაური

საქართველო, თბილისი - 15:37 | 25.05.2016
ნანახია: 2468

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კორცხელში ნაცემი პოლიციელი, გათელილი და განადგურებული სახელმწიფოს სიმბოლოა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წლისთავზე, გვაქვს ის შედეგები, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ იდეალებს, რომელიც მაშინ ქართველ ხალხს ჰქონდა. ვგულისხმობ კორცხელს, სადაც რამდენიმე დღის წინ სასაკლაო გაიმართა. განსაკუთრებული სისასტიკე და მოსახლეობის დევნა. ეს იყო კარგად მომზადებული ადამინების მიერ განხორციელებული დევნა. ეს იყო სამეგრელოს და საქართველოს გათელვის მცდელობა. ცემეს პოლიციელი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენდა, სწორედ ის იყო განადგურებული და გათელილი სახელმწიფოს სიმბოლო", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე