„რედისონთან“ მომხდარი სროლის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 14:45 | 08.10.2015
ნანახია: 2043

სასტუმრო „რედისონთან“ მომხდარი სროლის ფაქტზე, საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე გასროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა. სამართალდამცველების მიერ ამჟამად გადაღობილია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე