”როიტერის” ინფორმაციით ნადეჟდა სავჩენკო კიევში გაფრინდა

საქართველო, თბილისი - 14:16 | 25.05.2016
ნანახია: 1654

”როიტერის” ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო კიევში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თვითმფრინავით კიევში გაფრინდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკო დონის როსტოვში უკრაინაში გასამართლებულ რუს სამხედროებთან ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვთან ერთად გაემგზავრა, რათა მათი და  სავჩენკოს გაცვლა მომხდარიყო.  ამასთან ”როიტერი” იტყობინებოდა, რომ უკრაინაში ეროფეევი და ალერქსანდროვი შეიწყალეს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს პოროშენკო განცხადებას გააკეთებს. თუმცა რა საკითხს შეეხება მისი განცხდება, პრესსამსახური ამ დროისათვს არ აზუსტებს.

ნადეჯდა სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 22-წლიანი პატიმრობა 22 მარტს მიუსაჯა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე