უკრაინულ მხარეს ბლოკპოსტის დაცხრილვის მიუხედავად გამყოფი ხაზიდან შეიარაღების გაყვანა არ შეუჩერებია

საქართველო, თბილისი - 14:42 | 08.10.2015
ნანახია: 1904

უკრაინას ლუგანსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ბლოკპოტსის დაცხრილვის მიუხედავად, გამყოფი ხაზიდან 100 მმ-ზე მცირე კალიბრიანი შეიარაღების გამოყვანა ჯერ არ შეუჩერებია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა სამხედრო ოპერაციების საკითხებში ანდრეი ლისენკომ განაცხადა.

”გუშინდელი ინციდენტი პროვოკაცია იყო. ის არ ატარებდა შეტევით მასიურ ხასიათს. სამწუხაროდ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ. თუმცა მინსკის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ გადწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია”, - განაცხადა ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ გენერალური შტაბის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ 7-8 ოტქომბრის ღამეს პრორუსმა მებრძოლებმა დაარღვიეს დუმილის რეჟიმი და უკრაინელ სამხედროებს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებიდან ცეცხლი გაუხსნეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე