”ინტერფაქსი” : ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ

საქართველო, თბილისი - 13:25 | 25.05.2016
ნანახია: 1498

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დონის როსტოვში გაემგზავრა, სადაც ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინული მხარისთვის გადაცემა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ”ინტერფაქსი” ავრცელებს. სავჩენკო უკრაინაში გასამართლებულ რუს სამხედროებზე ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვზე უნდა გადაცვალონ. ამასთან ”როიტერი” იტყობინება, რომ უკრაინაში ეროფეევი და ალერქსანდროვი შეიწყალეს.

”ინტერფაქის” ინფორმაციით, პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე ორივე სამხედრო იმყოფება. დონის როსტოვში ელოდებიან სავჩენკოსაც, სააგენტოს ინფორმაციით მსჯავრდებულების გაცვლა აეროპორტში მოხდება.

ნადეჯდა სავჩენკოს რუსეთის სასამართლომ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 22-წლიანი პატიმრობა 22 მარტს მიუსაჯა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე