ერდოღანი ევროკავშირს მიგრანტებთან დაკავშირებული შეთანხმების დაბლოკვით დაემუქრა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 25.05.2016
ნანახია: 1420

თურქეთის პარლამენტმა შესაძლოა მიგრანტებბის საკითხზე ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება დაბლოკოს, თუ ევროკავშირი თურქეთს უვიზო რეჟიმს არ მიანიჭებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის ლიდერის თქმით, ანკარას ბრიუსელისგან ფინანსური დახმარებაც არ მიუღია, რომლიც ასევე შეთანხმების ფარგლებში იყო გათვალისწინებული.

ხელშეკრულების თანახმად, თურქეთმა უვიზო რეჟიმი საბერძნეთიდან დეპორტირებული არალეგალების შეფარების სანაცვლოდ უნდა მიიღოს, თუმცა ბრიუსელში აცხადებენ, რომ ქვეყანას ყველა კრიტერიუმი ჯერ არ დაუკმაყოფილებია.

ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციამდე ანკარისგან ანტიტერორისტული კანონის შეცვლას მოითხოვს, რასაც თურქეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე