”თალიბანმა” მოძრაობის ლიდერის მოლა მანსურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 25.05.2016
ნანახია: 1559

”თალიბანის” წარმომადგენელმა აშშ-ის სამხედრო ავიაციის დარტყმების შედეგად მოძრაობის ლიდერის მოლა მანსურის მოკვლის ფაქტი დაადასტურა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების ახალი ლიდერი ხაიბათულა ახუნზადა გახდება.

21 მაისს ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა სარაკეტო დარტყმები მიაყენეს პაკისტანის დასავლეთით ქალაქ ქვეთის რაიონს. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებდა რომ ავიაერიშის შედეგად ”თალიბანის” ლიდერი მოლა ახტარ მანსური დაიღუპა.

მანსური ”თალიბანს” სათავეში  2015 წელს მოლა ომარის დაღუპვის შემდეგ ჩაუდგა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე