დავით ბაქრაძე რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ბოგდან აურესკუს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 25.05.2016
ნანახია: 1276

24 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან ბოგდან აურესკუსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ბოგდან აურესკუს  საქართველოშიმიმდინარერეფორმები, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მოლოდინებიდან ატოსვარშავისსამიტთან დაკავშირებით მზადების პროცესი გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და წინასაარჩევნოს გარემოს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე