დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ეწვევიან

საქართველო, თბილისი - 10:13 | 25.05.2016
ნანახია: 1381

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ეწვევიან.

თბილისში უკვე იმყოფება მოლდოვის ვიცე პრემიერმინისტრი. გვიან ღამით საქართველოში ჩამოვიდა ასევე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე, რომელიც დღეს შეხვდება დავით უსუფაშვილს.

სტუმრები თავისუფლების მოედანზე საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებას დაესწრებიან.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე