დიმიტრი ქუმსიშვილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სემინარს გახსნის
საქართველო, თბილისი - 18:17 | 24.05.2016 ნანახია: 2022
25 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საერთაშორისო სემინარი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის (Public Private Partnership - PPP) სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა“ გაიმართება. სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანამშრომლობითა და ორგანიზებით ჩატარდება.
სემინარს გახსნის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის ქვეყნების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
სემინარზე განხილული იქნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის (Public Private Partnership - PPP) სამართლებრივი ჩარჩო და კანონმდებლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე მოხდება საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და გაიმართება დისკუსია PPP-კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად გამოყო.
აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტი 2015 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.
მოცემულ ეტაპზე პროექტის ფარგლებში შერჩეული კონსულტანტების მიერ უკვე შემუშავდა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობაშია წარდგენილი განსახილველად. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი საკნანონმდებლო აქტების პროექტებზე.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















