გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:11 | 24.05.2016
ნანახია: 1387

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მოგენს ლიკეტოფტს  შეხვდა. 

ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გენერალური ასამბლეის როლსა  და მის წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისდამყარების საკითხებში.

მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.  საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია, რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ცენტრალურიხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის გამო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სულ ახლახანს, ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მცდელობის  მოწმენი გავხდით, რაცანექსიამდე მიგვიყვანს.

მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე