საქართველოს პრეზიდენტმა ფოტოგამოფენა „დაიცავი დაბრუნების უფლება" დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 16:38 | 24.05.2016
ნანახია: 1352

„დაიცავი დაბრუნების უფლება",- ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მეორე დღეს დაათვალიერა.გამოფენა საქართველოში აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებას ასახავს.

პრეზიდენტი საგამოფენო პავილიონს ქართულ დელეგაციასთან ერთად ესტუმრა და ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანების თვალით დანახული ნამუშევრები დაათვალიერა.

გამოფენა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობას გაერო-ს წევრი ქვეყნები იღებენ.სამიტის საგამოფენო პავილიონი მთლიანად დაეთმო ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სახელმწიფოების ფოტოგამოფენებს, რომელიც ღიაა სამიტშიმონაწილეობის მისაღებად ქალაქ სტამბოლში ჩამოსული 5000-ზე მეტი სტუმრისათვის.

გამოფენა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე