კორცხელის ინციდენტი - ირმა ნადირაშვილი გია იანტბელიძის გადაყენებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:26 | 24.05.2016
ნანახია: 1492

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მედია მდივან ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე მონაწილეობდა.

”სატელევიზიო კადრებიდან ამოღებულ ფოტოზე ჩანს გია იანტბელიძე, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ნიკა მელიას მიმართ დაიწყო ჩხუბი. გია იანტბელიძე არის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენ მივმართავთ ჭიდაობის ფედერაციას, ასევე მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიიღონ გადამწყვეტი ზომები და გია იანტბელიძე გადააყენონ მწვრთნელის პოზიციიდან. იმედი გვაქვს, რომ კალაძის ცოლის ძმის მფარველობა გია იანტბელიძეს დაკავებულ თანამდებობას ვერ შეუნარჩუნებს“, - განაცხადა  ნადირაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე