იემენის უნივერსიტეტში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 24.05.2016
ნანახია: 1881

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა იემენის დედაქალაქის, სანას უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქებისას. Sky News Arabia-ის ინფორმაციით უნივერსიტეტში თვითნაკეთი ასაფეთქებლი მოწყობილობა აფეთქდა. არიან დაჭრილებიც.

ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქება ლიტერატურის ფაკულტეტზე იმ დროს მოხდა, როდესაც ხუსიტები საზეიმო ღონისძიებას მართავდნენ.

ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

იემენში გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი ამბოხებულ ხუსიტებსა და პრეზიდენტის არმიას შორის, რომელსაც დახმარებას არაბული ქვეყნების სამხედრო კოალიცია უწევს.




სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე