ავღანეთში ნაღმზე აფეთქებისას ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 24.05.2016
ნანახია: 1507

ოთხი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ავღანეთის ყანდაგარის პროვინციაში მომხდარი აფეთქებისას. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა.

თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილოობა დამანისა და შახ-ვალი-კოტის ოლქების დამაკავშირებელ გზაზე იყო დამონტაჟებული. ზოგიერთი დასშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას მოძრაობა ”თალიბანს” აკისრებს.

გაეროს მონაცემებით, 2015 წელს ავღანეთში შეიარაღებულ დაპირისპირებას 3450-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 7450-ზე მეტი კი დაიჭრა. დაღუპულთაგან 713 ადამიანი თვითნაკეთ ნაღმებზე აფეთქდა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე