ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა დაასრულა
საქართველო, თბილისი - 10:02 | 24.05.2016 ნანახია: 1723
2016 წლის 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. დებულების თანახმად, შეთანხმება ძალაში შევა მეორე თვის, ანუ ივლისის პირველ რიცხვში.
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდება ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას, შეუქცევადად და სრული სვლით წარიმართება.
ხელშეკრულებას, რომლის სრული სახელია „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის", ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და დროებით ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან. რატიფიკაციის პროცესის დასრულებამდე მხარეების მიერ მიმდინარეობდა შეთანხმების იმ დებულებების განხორციელება, რომლებიც ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. მათ შორისაა: ზოგადი პრინციპების კარი; პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კარის, ასევე თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების კარის გარკვეული დებულებები; ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული კარის დებულებათა უმრავლესობა; ეკონომიკური კარის, ასევე სხვა სექტორული თანამშრომლობის კარის გარკვეული დებულებები; ფინანსური დახმარებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის და კონტროლის კარი; ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებების უმრავლესობა, ასევე შეთანხმებაზე დართული დირექტივების ნაწილი.
ასოცირების შეთანხმება ასევე მოიცავს სფეროებს, რომლებშიც ევროკავშირი კომპეტენციას ინაწილებს წევრ ქვეყნებთან, და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. შესაბამისად, შეთანხმების მხარეებად ევროკავშირთან ერთად გამოდიან მისი წევრი ქვეყნები და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება. ასოცირების შეთანხმების აღნიშნული დებულებები ამოქმედდება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, ანუ 1 ივლისიდან. ამ დღიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება საბოლოოდ დაკარგავს ძალას და ჩანაცვლდება ასოცირების შეთანხმებით. 1 ივლისიდან საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპს უკვე ოფიციალურად და სრულმასშტაბიანად დაიწყებს.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და რეალური სამართლებრივი საფუძველი ევროპული გარდაქმნებისთვის. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მძლავრი სტიმული რეფორმებისთვის.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















