დავით ნარმანია: ყველამ უნდა ვისწავლოთ არჩევნების ჩატარება ძალადობის გარეშე

საქართველო, თბილისი - 18:10 | 23.05.2016
ნანახია: 1715

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ის რაც 22 მაისს, სოფელ კორცხელში შუალედურ არჩევნებზე მოხდა, მიუღებელი და დაუშვებელია.

„პირველ რიგში ჩვენი პოზიცია არის უცვლელი ამასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია და დაუშვებლია. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ ვისწავლოთ არჩევნების დემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალადობის გარეშე. რეალურად მხოლოდ დემოკრატიული ფორმების გამოყენებით - მშვიდად უბანზე მისვლა, ხმის მიცემა და ა.შ. მისივე თქმით, საკითხი, გამოძიბული იქნება, შესაბამისი ორგანოები ამაზე მუშაობენ რასაც  ადეკვატური რეაგირება მოჰყვება”, - განაცხადა ნარმანიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე