ბარაკ ობამამ კუნდუზის საავადმყოფოს დაბომბვისთვის ბოდიში მოიხადა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 08.10.2015
ნანახია: 2144

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორგანიზაციის ”ექიმები საზღვრებს გარეშე” პრეზიდენტს ჯოან ლიუს კუნდუზის საავადმყოფოს დაბომბვის გამო ბოდიში პირადად მოუხადა. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯოშ ერნესტზე დაყრდნობით იტყობინება.

პრეს-მდივნის თქმით, სატელეფონო საუბრისას ობამამ ლიუ დაარწმუნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უზრუნველყოფს ინციდენტის ფაქტებისა და გარემოებების ”გამჭვირვალე, საფუძვლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას”.

მანამდე პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ პენტაგონმა კუნდუზის ჰოსპიტალს ავიადარტყმები შეცდომით მიაყენა.

კუნდუზის საავადმყოფო ავიაიერიშების შედეგად 3 ოქტომბერს დაზიანდა. დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის ორგანიზაციის ”ექიმები საზღვრებს გარეშე” თანამშრომლებიც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე