„ეს იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ხალხის საცემად და ზუსტად იცოდნენ ვინ უნდა ეცემათ", - ლევან ბერძენიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:02 | 23.05.2016
ნანახია: 2243

ზუგდიდის ინციდენტის გამო მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა "რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა. 

„ის, რომ გუშინ კალაძე არასწორად ლაპარაკობდა და კობახიძე რომ წარმოუდგენლად არასწორად ლაპარაკობდა, ჩემში არ იწვევს არანაირ ეჭვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მარტო ისინი არ არიან, ალბათ ემოციურად იყვნენ გუშინ. ეს იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა ხალხის საცემად და ზუსტად იცოდნენ ვინ უნდა ეცემათ და რომელ საათზე, ამიტომ ამ დანაშაულს ჭირდება გამოძიება და დასჯა,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე