ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 13:42 | 23.05.2016
ნანახია: 1438

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მიერ გაწეულ საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებში, ისე წევრ სახელმწიფოებში.

”დღევანდელი მდგომარეობით, პრაქტიკულად სრულად არის რატიფიცირებული ასოცირების შეთანხმება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. პროცედურების დასრულების შემდგომ ვვარაუდობთ 1-ელი აგვისტოდან დოკუმენტის სრულად ძალაში შესვლას”, - განაცხადა მინისტრმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე