ყაზახეთის დელეგაცია უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართულ სისტემას გაეცნო

საქართველო, თბილისი - 11:18 | 23.05.2016
ნანახია: 1358

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგისტრაციის  ქართულ მოდელს ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაცია გაეცნო. დელეგაციის ვიზიტი მიზნად სამთავრობო უწყებებში ერთი სარკმლის პრინციპის დანერგვის და ელექტრონული მმართველობის გამოცდილების გაზიარებას  ისახავდა.

ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილეები გალიმ ნურგაზიევი და  მედეტ კუმარგალიევი საკადასტრო მონაცემების დამუშავებით, საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემთა ინტეგრაციით, GIS-ისა და ელექტრონული რუკების  თემატიკითაც დაინტერესდნენ.

დელეგაციის ვიზიტი საჯარო რეესტრის, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე