საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 15:32 | 21.05.2016
ნანახია: 1272

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23-24 მაისს სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში  მიიღებს მონაწილეობას.
სამიტი გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით პირველად იმართება, მასში მონაწილეობას 70 ქვეყნის ლიდერი მიიღებს.
სამიტს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 5 ათასი მონაწილე დაესწრება, მათ შორის  საერთაშორისო ჰუმანიტარული  ორგანიზაციების, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
სამიტის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი  თემები, როგორებიცაა „ჰუმანიტარულ სფეროში ღონისძიებები“, „დაუცველობის შემცირება და რისკის მართვა“, „ინოვაციის მეშვეობით ტრანსფორმაცია“ და „კონფლიქტებში ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება“.

სამიტზე ასევე ყურადღება დაეთმობა სირიის კრიზისის თემას და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე