აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს სირიის ოპოზიციის დაბობვაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 10:29 | 08.10.2015
ნანახია: 2006

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის თქმით, ”ისლამური სახელმიწფოსა” და ”ალქაიდას” მებრძოლების წინააღმდეგ რუსეთის ავიაციის ავიადარტყმების მხოლოდ მცირე ნაწილია მიმართული.

”სირიაში რუსეთის ავიაიერიშების 90 პროცენტზე მეტი მიმართული არ იყო ტერორისტული დაჯგუფებების ”ისლამური სახელმწიფოსა ” და ”ალ-ქაიდას” წინააღმდეგ. ძირითადად ავიადარტყმები ხორციელდებოდა ოპოზიციის მიმართ, რომლებსაც სირიისთვის უკეთესი მომავალი უნდათ და არ სურთ რომ ასადი ხელისუფლებაში დარჩეს”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ მისი ავიაერიშების ყველა სამიზნე ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე