ეგვიპტელმა სამხედროებმა EgyptAir-ის თვითმფრინავის ნაწილები და მგზავრების ნივთები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:38 | 20.05.2016
ნანახია: 1560

ეგვიპტელმა სამხედროებმა ქალაქ ალექსანდრიიდან 290 კმ-ის დაშორებით EgyptAir-ის გაუჩინარებული თვითმფრინავის ნაწილები აღმოაჩინეს.

ეგვიპტური მედიის ცნობით, ასევე ნაპოვნია მგზავრების პირადი ნივთები. სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.

ეგვიპტური ავიალაინერი A 320 რეისს პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა, რომელიც ეგვიპტის საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა. ბორტზე 66 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი იმყოფებოდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ ეგვიპტის, საბერძნეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალები. სამუშაოების ჩატარებას ართულებს ის გარემოებები, რომ თვითმფრინავის სავარაუდო ჩამოვარდნის რაიონში ზღვაში უამრავი ჩაღრმავებებია, საჰაერო სივრცე კი სამგზვრო ავიაციის მრავალრიცხოვანი მარშრუტებით არის გადატვირთული.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე