”ისლამური სახელწმიფოს” მებრძოლებმა 25 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს - მათ ისინი აზოტმჟავით სავსე კასრებში მოათავსეს

საქართველო, თბილისი - 11:54 | 20.05.2016
ნანახია: 1478

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ჯაშუშობის ბრალდებით ერაყის ქალაქ მოსულში 25 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მათ ტყვეები აზოტმჟავით სავსე კასრებში მოათვასეს.

როგორც The Daily Mail-ი წერს, მოკლულებს ერაყის ხელისუფლების სასარგებლოდ ჯაშუშობასა და საიდუმლო სამსახურებში მუშაობაში ადანაშაულებდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტებმა ისინი ერთმანეთზე თოკებით გადააბეს და აუზის მსგავს დიდ კასრებში ჩაუშვეს.

უკანასკნელ ხანს მებრძოლები დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს ტოვებენ. დაქირავებული ტერორისტების ნაწილი თავიანთ სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს, ნაწილი კი სხვა ცხელ წერტილებში გადაადგილდებიან, ძირითადად ლიბიაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე