ეგვიპტური ავიალაინერის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:00 | 20.05.2016
ნანახია: 1615

ეგვიპტური ავიალაინერის, Airbus A 320-ის სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის ისევ გრძელდება. პროცესში ჩართულია ეგვიპტის სამოქალაქო ავიაცია, არმიის სამაშველო ცენტრი და საზღვაო ძალები.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რეის 804-ის ნაწილები ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს, საბოლოოდ არ დადასტურდა. ამის შესახებ მედიას კომპანია EgyptAir-ის პრეზიდენტმა განუცხადა.

ეგვიპტის ავიაციის მინისტრის განცხადებით, ტექნიკური პრობლემები კატასტროფის მიზეზად გამოირიცხება და მომხდარი უფრო ტერორისტულ აქტს გავს.

ეგვიპტური ავიალაინერი რეისს პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა, რომელიც ეგვიპტის საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა. ბორტზე 66 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი იმყოფებოდა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე