მალიში თავდასხმისას გაეროს სამშვიდობო მისიის 5 წევრი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:45 | 19.05.2016
ნანახია: 1590

მალიში გაეროს სამშვიდობო მისიის 5 წევრი დაიღუპა და სამი დაიჭრა ავტომობილის აფეთქებისა და მებრძოლებთან ორმხრივი სროლის შედეგად, ინციდენტი მალის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.

”როიტერის” ინფორმაციით, სამშვიდობო მისიის ავტომობილი თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, რის შემდეგაც მებრძოლებმა სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. გავრეცლებული ინფორმაციით გაეროს სამშვიდობო მისიის წევრები ჩადის მოქალაქეები იყვნენ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასა. საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წელს მალიში გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე 10-მდე თავდასხმა განხორციელდა. 

ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება 2012 წელს გამწვავდა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე