მონტენეგრო დღეს ნატოს 29-ე წევრი ხდება

საქართველო, თბილისი - 14:00 | 19.05.2016
ნანახია: 1831

მონტენეგრო და ნატო დღეს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. მონტენეგრო ორგანიზაციის 29-ე წევრი ხდება.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ალიანსის კარი ღიაა. ”ნატოში მონტენეგროს გაწევრიანება ადასტურებს, რომ ალიანსის კარი ღიაა”, - აღნიშნავს გენერალური მდივანი.

მონტენეგრო ალბანეთისა და ხორვატიის შემდეგ დასავლეთ ბალკანეთის  მესამე ქვეყანაა, რომელიც ალიანსს უერთდება.

შეთანხმების შემდეგ მონტენეგრო ალიანსის სხდომებს დამკვირვებლის რანგში დაესწრება,  ვიდრე ნატოს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმების რატიფიცირებას არ მოახდენს.

რუსეთი ნატოს გაფართოების კვლავ სასტიკი  წინააღმდეგია, თუმცა სტოლტენბერგმა რუსეთის რეაქციას ”აბსოლუტურად გაუმართლებელი” უწოდა.

”ეს სუვერენული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა... და მას ყველამ პატივი უნდა სცეს”, -აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე