ეგვიპტის პრემიერი EgyptAir-ის თვითმფრინავის ბორტზე ტერაქტს არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 12:22 | 19.05.2016
ნანახია: 1885

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი შერიფ ისმაილი ავიაკომპანია EgyptAir-ის გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე ტერაქტს არ გამორიცხავს.

პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”თვითმფრინავის გაუჩინარების მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა,” თუმცა აღნიშნა, რომ ბორტზე ტერაქტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ეგვიპტის ავიაკომპანია EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერი რადარებიდან ხმელთაშუა ზღვის თავზე გაქრა. თვითმფრინავი პარიზი-კაიროს რეისს ასრულებდა, ბორტზე 66 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

ეგვიპტური მედია ავიაკომპანიის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარადა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე