შრი ლანკაში გადაუღებელ წვიმებს 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 19.05.2016
ნანახია: 1646

შრი ლანკაში სამდღიან გადაუღებელ წვიმებს, სულ მცირე 150 ადამიანი შეეწირა, მსხვერპლი რამდენიმე მეწყერს მოჰყვა. ამ დრომდე მხოლოდ 17 ცხედარია ნაპოვნი. დანარჩენი დაღუპულების მიგნება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სამაშველო სამუშაოებში ნავები და ვერტმფრენებიც არის ჩართული. სტიქიამ 200 ათასზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება აიძულა.

სახლ-კარის გარეშე დარჩენილები თავს ბუდისტურ ტაძრებს აფარებენ, სადაც ისინი ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე