გარემოსდამცველებმა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 15-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 19.05.2016
ნანახია: 1209

 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში‘‘ რადიოაქტიური  ნარჩენების მართვის 15-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.

სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნო და  სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.

  შეხვერდა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა, რომლის მიზანია რადიაქტიული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრუქტურის ჩამოყალიბება.

 შეხვედრას სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს ექსპერტები ესწრებოდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე