”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ლიბიაში ათობით ადამიანი სკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 16:07 | 18.05.2016
ნანახია: 1666

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ლიბიაში სირტის პორტში ათობით ადამიანი სკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ავრცელებს.

უფლებამცველების მონაცემებით, მოკლულებს მკრეხელობაში, ჯადოქრობასა და ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. ტერორისტებმა მათ უმეტსობას თავი მოკვეთეს, ნაწილი კი დახვრიტეს.

სირტის მოქალაქეების რომლებმაც ქალაქის დატოვება მოახერხეს, ორგანიზაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მშვიდობიან მცხოვრებლებს თამბაქოს მოხმარებისთვის ან მუსიკის მოსმენისთვის საჯაროდ სჯიდნენ.  

მოქალაქეების თქმით, სირტში არ მუშაობდა მაღაზიები, საავადმყოფოები და არ იშოვებოდა მედიკამენტები.

”ისლამურმა სახელმწიფომ” ქალაქი სირტი ერთი წლის წინ აიღო.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე