სტამბულში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

საქართველო, თბილისი - 13:17 | 18.05.2016
ნანახია: 1545

 

”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი ათი პირი დააკავეს სტამბულში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას.

დაკავებულთა  შორის სირიის ხუთი მოქალაქეა. მედიის ინფორმაციით,ეჭვმიტანილები  თურქეთში ტერაქტებს ამზადებდნენ. სპეცოპერაცია მასშტაბური იყო და მასში ვერტმფრენებიც იყო ჩართული.

მანამდე თურქეთის დაზვერვის სამსახური, ანკარაში 19 მაისს დაგეგმილი შესაძლო ტერაქტების შესახებ იტყობინებოდა. ამ დღეს ეროვნული დღესასწაული - ახალგაზრდობისა და სპორტის დღე აღინიშნება.თურქული მედიის წყაროს ინფრომაციით, ტერორისტების სავარაუდო სამიზნეები შესაძლოა  აშშ-ის საელჩო და ერთ-ერთ სამხედრო ნაწილი გამხდარიყო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე