აშშ-ის სახმელეთო არმიის მინისტრად არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 18.05.2016
ნანახია: 1685

აშშ-ის კონგრესის სენატმა ერთხამდ დაუჭირა მხარი ამერიკის სახმელეთო ჯარების მინისტრად ერიკ ფენინგის დანიშვნას. ბარაკა ობამას მიერ წარდგენილი ფენინგის კანდიდატურის განხილვის პროცესი რვა თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

მანამდე ფენინგი შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილისა და ამერიკის თავდაცვის მინისტრის ეშტონ კარტერის აპარატის ხელმძღვანელის  პოსტებს იკავებდა. ის პირველი ჰომოსექსუალია, რომელიც ამერიკის არმიაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს.

სახმელეთო ჯარების მინისტრი პირადი შემადგენლობის, თადარიგის, ინფრაქტრუქტურისა და შესყიდვების საკითხებს განაგებს.

 

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე