მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

საქართველო, თბილისი - 11:10 | 18.05.2016
ნანახია: 1582

უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მის მძღოლს. 

სამუშაოები გვიან ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა, დილიდან კი კვლავ განახლდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა, ჯებირის გარღვევის შემდეგ, მდინარეში გადავარდა. 

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე