რუსთავში 14 წლის მოზარდი ტბაში დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 11:04 | 18.05.2016
ნანახია: 1456

უბედური შემთხვევა რუსთავში -14 წლის მოზარდი კულტურისა და დასვენების პარკის ტბაში დაიხრჩო. 

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილი, ორ მოზარდთან ერთად, პარკში სეირნობდა, შემდეგ კი საბანაოდ შევიდა. 

მოზარდებმა, რომლებიც დაღუპული ბავშვის კლასელები არიან, მისი დახმარება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. 

ორივე ბავშვთა საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე