დონალდ ტრამპი პუტინს ძლიერ ლიდერად მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 11:02 | 18.05.2016
ნანახია: 1579

დონალდ ტრამპი არ ამართლებს რუსეთის პოლიტიკას აღმოსავლეთ უკრაინაში, თუმცა თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი ძლიერი ლიდერია.

განცხადება რესპუბლიკელმა კანდიდატმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.

"ის ძლიერი ლიდერია, თუმცა მე არასოდეს მითქვამს კარგია ის, ცუდი თუ ნეიტრალური,"- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ის ვლადიმერ პუტინის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პირფერული შეფასებები პუტინს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ვერ დაეხმარება.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე