რესპუბლიკელებმა შესაძლოა თავისუფალი დემოკრატების მიერ დაგეგმილ აქციაში მიიღონ მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 10:13 | 18.05.2016
ნანახია: 1410

რესპუბლიკური პარტია თავისუფალი დემოკრატების მიერ დაგეგმილი შაბათის აქციაში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება დავით ბერძენიშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ბერძენიშვილმა დღეს არსებული ვითარებაც შეაფასა და ხელისუფლება და სასამართლო სისტემა გააკრიტიკა.

„კოლექტიური მურუსიძეების ხელშია და მედროვეების ხელშია დღეს სასამართლო. რაც შეეხება შაბათის აქციას, თავისუფალი დემოკრატები არიან ინიციატორები, მათ ამაში ვერავინ ჩაეცილება, მაგრამ ვიმედოვნებ, ბევრი ხალხი მივა და მე ვვარაუდობ, რომ მათში რესპუბლიკური პარტიის წევრებიც იქნებიან,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე