ირაკლი ალასანია: მივმართავ ივანიშვილს, მე დამაკავოს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 18.05.2016
ნანახია: 1462

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, მზად არის, თავად აგოს პასუხი და თავად მოიხადოს სასჯელი, რადგან მიიჩნევს, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილი მას ებრძვის.

ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ განცხადება გადაცემა “არჩევანში” გააკეთა და ივანიშვილს პირდაპირ ეთერით მიმართა.

„მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, მე დამაკავოს, თუ მას უნდა, რომ მე ვაგო პასუხი იმ პოლიტიკური, მასთან შეუთანხმებელი ნაბიჯებისთვის. თუ მას უნდა, რომ ჩემზე იყაროს ჯავრი, მე დღესვე მზად ვარ, წავიდე ციხეში. ის ვერ ბედავს ასეთი ნაბიჯის გადადგმას და მსხვერპლად შეsწირა უდანაშაულო ადამიანები. მე მას გამოწვევაში ვიწვევ,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე