„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

საქართველო, თბილისი - 17:47 | 17.05.2016
ნანახია: 1561

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დედაქალაქის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ქალაქის მერის ანგარიშის პრეზენტაციას ირაკლი აბესაძე სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, დავით ნარმანიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ ესაუბრა თბილისელების პრობლემაზე,

,,თბილისის მერმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის და თბილისელების პრობლემაზე, დახარჯულ მილიონებზე და ყურადღება გადაეტანა წარსულში არსებულ შეცდომებზე და ამით დაეცვა ივანიშვილის ღირსება, ადამიანის, რომელმაც თბილისელებს წაართვა ცენტრში 300 000 კვადრატული სარეკრეაციო ზონა. ეს იყო ძალიან სამარცხვინო პრეზენტაცია, სამარცხვინო სპექტაკლი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე