აჭარის მთავრობამ რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიში მოისმინა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 17.05.2016
ნანახია: 1469

აჭარის მთავრობამ რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების/ქვეპროგრამების 2016 წლის I კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სამინისტროს  2016 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებული გეგმა  7 541 623 ლარი იყო, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 6 294 098  ლარი, რაც  გეგმის   83,4  %-ია.

როგორც ცნობილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2016 წელს განათლების მიმართულებით ახორციელებს ოთხ პროგრამას: საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა,  განათლების ხარისხის გაუმჯობესება და აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

თავის მხრივ პროგრამა - საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება  და ინვენტარით აღჭურვა - მოიცავს ოთხ ქვეპროგრამას, ,,საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა“, ,,საჯარო სკოლების ინვენტარითა და ლაბორატორიებით აღჭურვა“  და  ,,სპორტის განვითარების ხელშეწყობა სკოლებში“ პირველ  კვარტლში გეგმით ხარჯები არ იყო გათვალისწინებული.

აღნიშნულ პერიოდში მომზადდა სატენდერო დოკუმენტაციები, გამოცხადებულია ტენდერები, ხოლო, რაც შეეხება საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობას, ქვეპროგრამაში გათვალისწინებული ხულოს პანსიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია.

 

N

ქვეპროგრამის დასახელება

დაზუსტებული

გეგმა (ლარი)

ფაქტი

შესრულების %

1

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

368 720

368 345

99,9 %

 

სულ  ჯამი:

368 720

368 345

99,9%

 

ქვეპროგრამა - საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება         

პირველი კვარტლის გეგმა შეადგენს 368 720 ლარს, საკასო ხარჯი 368 345  ლარს.  ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:

საანგარიშო პერიოდში ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 2015 წელს დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობები.

- ფურტიოს საჯარო სკოლის მშენებლობა 194 820 ლარი;

- ზედა ჭარნალის საჯარო სკოლის მშენებლობა  16 695 ლარი;

- ბათუმის N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა  121 775 ლარი;

- ზედა განთიადის საჯარო სკოლის მშენებლობა  21 707 ლარი;

- ორი ტექნიკური ზედამხედველობა  2 210 ლარი;

- ექსპერტიზა  7 793 ლარი;

- კოორდინატორის შრომის ანაზღაურება 3 300 ლარი;

- მივლინების ხარჯები 45 ლარი.

ქვეპროგრამა ხორციელდება დაბრკოლებების გარეშე.  შესრულების პროცენტი საანგარიშო  გეგმასთან: 99,9 %, ხოლო შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 99,9 %

პროგრამა  - განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა

პროგრამა მოიცავს ხუთ  ქვეპროგრამას, ,,საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარება“ და ,,სტუდენტთა დახმარება„ ქვეპროგრამებში გეგმა არ იყო გათვალისწინებული, საანგარიშო პერიოდში  საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა ტენდერი, გაფორმდა ხელშეკრულება  4 170 (417 დასახელების) ცალი მხატვრული ლიტერატურის შესაძენად, რომელიც განაწილდება 10 საჯარო სკოლაში. ხოლო, რაც შეეხება სტუდენტების დახმარების ქვეპროგრამას, გამოცხადდა 2016 წელს დასაფინანსებელი ბენეფიციარების შესარჩევი კონკურსი, რომლის საფუძველზე შეირჩა 33 ბაკალავრის საფეხურისა და 10 მაგისტრის საფეხურის სტუდენტი დაფინანსების მიზნით.  ასევე შესწავლილ იქნა 2015-2016 აკადემიური წლის  პირველ (შემდგომის) სემესტრში დაფინანსებული 465 სტუდენტის აკადემიური მოსწრების დოკუმენტი, რის შედეგად იმ 448 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით გათვალისწინებლი ბარიერი - 71% - გაუგრძელდებათ დაფინანსება.

პროგრამა  - განათლების ხარისხის გაუმჯობესება

პროგრამა მოიცავს ერთ ქვეპროგრამას - ,,კონკურსები და ოლიმპიადები“ საანგარიშო პერიოდში ქვეპროგრამაში ფინანსური ხარჯვის განხორციელება არ იყო გათვალისწინებული. ამ ეტაპისთვის მომზადდა საგნობრივი ოლიმპიადის, სახვითი ხელოვნების კონკურსის, ლიტერატურული მარათონისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსის სატენდერო წინადადება. ტენდერი გამოცხადდება აპრილის თვეში. სასკოლო კლუბები - 1 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა საბუთების მიღება. კომისიამ გამოავლინა 2 გამარჯვებული პროექტი დაფინანსების მიზნით.

პროგრამა - აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

პროგრამა მოიცავს სამ ქვეპროგრამას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, რაც შეეხება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საანგარიშო პერიოდში ფინანსური რესურსი გათვალისწინებული არ აქვს.

პროგრამა - ფოლკლორის ხელშეწყობა

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 28 000 ლარს, საკასო ხარჯი 25 000 ლარს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:

,,ფოლკლორის ხელშეწყობა" ფარგლებში დაგეგმილია სასცენო კოსტიუმების გადაცემა მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებული ანსამბლებისათვის. ჩატარდა ელ. ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიასთან  წარმოდგენილი სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე განხორციელდა საავანსო ანგარიშსწორება  25 000 ლარის ოდენობით.

პროგრამის მხარდაჭერის ხარჯებში გათვალისწინებული იყო 3 000 ლარის ხელნაკეთი სუვენირების შეძენა. გამოცხადებული ელ. ტენდერი არ შედგა, განხორციელდა ბაზრის დამატებითი კვლევა და მზადდება განახლებული სატენდერო წინადადება.

პროგრამა ხორციელდება დაბრკოლებების გარეშე. შესრულების პროცენტი საანგარიშო  გეგმასთან: 89,3 %, ხოლო  შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 12,5 %.

პროგრამა - კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია

აღნიშნული პროგრამა მოიცავს სამ ქვეპროგრამა:

"ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 87 700 ლარს, საკასო ხარჯი 44 580 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:  დაიგეგმა და წარმატებით ხორციელდება პუნქტი: საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენის, რეგიონის ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით საზღვარგარეთ დაგეგმილი ოფიციალური ტურების ფარგლებში კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც უკვე შედგა პროექტი ქალაქ ვროცლავში, დაგეგმილია თელავივში, მინსკში, ვარშავასა და ასტანაში. გამარტივებულ  ელ. ტენდერით გამარჯვებულ კომპანიასთან განხორციელდა შუალედური ანგარიშსწორება.

ქვეპროგრამით დაგეგმილ სხვა აქტივობებზე გამოცხადებულია ელ. ტენდერები. აუთვისებლობა 43 120 ლარის ათვისება განხორციელდება საანგარიშო წლის ბოლომდე.

ქვეპროგრამა ხორციელდება დაბრკოლებების გარეშე. შესრულების პროცენტი საანგარიშო  გეგმასთან: 50,8 %, ხოლო  შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 3,8 %

პროგრამა - სპორტის ხელშეწყობის  ფარგლებში ხორციელდება ექვსი ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამა -  სპორტული ღონისძიებები

საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული გეგმა შეადგენს 270 000 ლარს, საკასო ხარჯი 268 378 ლარს.

ქვეპროგრამით დაფინანსდა აჭარის ჩემპიონატების, პირველობებისა და სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკურ ტურნირებში აჭარის გუნდებისა და სპორტსმენების მონაწილეობა.  საანგარიშო პერიოდში კალენდარული გეგმის თანახმად ჩატარდა აჭარაში მოქმედი ფედერაციების 143 ღონისძიება. ხოლო, რაც შეეხება 1 622 ლარი ათვისებული იქნება შემდეგ კვარტალში.

ქვეპროგრამა ხორციელდება დაბრკოლებების გარეშე. შესრულების პროცენტი საანგარიშო  გეგმასთან: 94,9 %, შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 22,0 %.

ქვეპროგრამა -  აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა, მთავარ და პირად მწვრთნელთა მიერ მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების წასახალისებლად ერთჯერადი ფულადი ჯილდოები

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს  70 000  ლარს, საკასო ხარჯი 63 240  ლარს.  ქვეპროგრამის თანახმად აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციის  წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდოები. 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა რანგის ჩემპიონატებსა თუ პირველობებში მიღწეული იქნა წარმატებები და გაცემული იქნა 80 სპორტსმენსა და მწვრთნელზე ერთჯერადი ფულადი ჯილდო. პროგრამა განხორციელდა დაბრკოლებების გარეშე. 6 760  ლარი ათვისებული იქნება მომდევნო პერიოდში.

ქვეპროგრამა ხორციელდება დაბრკოლებების გარეშე. შესრულების პროცენტი საანგარიშო  გეგმასთან: 90,3 %, ხოლო  შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 17,1 %.

ქვეპროგრამა - სათამაშო და სახეობათა განვითარების ხელშეწყობა

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 140 000 ლარს, საკასო ხარჯი 127 301 ლარი.  ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტის ცხრა სახეობის ხელშეწყობას, კერძოდ:  ხელბურთის, ფრენბურთის, წყალბურთის, ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის, ინდორ ჰოკეის, ბერძნულ რომაული და თავისუფალი  ჭიდაობის შემდგომ  პოპულარიზაციას და განვითარებას, სადაც მონაწილეობას ღებულობს ჩამოთვლილი სპორტის სახეობის ნაკრები გუნდების არანაკლებ 277 მონაწილე და  9 კოორდინატორი.

ჩასატარებელი ღონისძიებების ზედამხედველობისა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით თითოეული სახეობების მიხედვით  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი იქნა 9 კოორდინატორი, რომელზეც ხელშეკრულების საფუძველზე შრომის ანაზრაურება გაცემული იქნა 6 964 ლარი. 19 მწვრთნელისათვის გაცემული იქნა ყოველთვიური ანაზღაურება თანხით 18  747 ლარი. 3 თვის განმავლობაში  ჩატარდა 10 სასწავლო-საწვრთნო შეკრება წყალბურთში, ხელბურთში, ფეხბურთში, ინდორ ჰოკეიში, ფრენბურთსა და რაგბში. სპორტსმენები ღონისძიებების პროცესში უზრუნველყოფილი იყვნენ ტრანსპორტით, სასტუმროთი და კვებით, რომელზეც გაწეული იქნა ხარჯი 101 590 ლარის ოდენობით.

12 699 ლარი ქვეპროგრამაში შექმნილი ეკონომია გამოწვეულია იმის გამო, რომ კოორდინატორების დასაქმება განხორციელდა თებერვლის თვიდან.

ქვეპროგრამა ხორციელდება დაბრკოლებების გარეშე. შესრულების პროცენტი საანგარიშო  გეგმასთან: 90,9 %, ხოლო  შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 21,5 %

ქვეპროგრამა - მწვრთნელთა, მსაჯთა და სპორტსმენთა სოციალური  მხარდაჭერა და წახალისება

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 33 250 ლარს, საკასო ხარჯი 29 763 ლარს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა: გათვალისწინებული იყო საპენსიო ასაკის, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების, პრიზიორების, სპორტის დამსახურებული   მუშაკების,   მოღვაწეების   და   მწვრთნელების   ფინანსური   მხარდაჭერა.  საპენსიო   და არასაპენსიო ასაკის  სპორტის მუშაკთა,   სპორტის  დამსახურებულ მუშაკთა, მოღვაწეთა და მწვრთნელთა იუბილეებისა და სხვა ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით მატერიალური მხარდაჭერის გაწევა, ასევე საპენსიო და არასაპენსიო ასაკის სპორტის მუშაკთა,  სპორტის დამსახურებულ მუშაკთა, მოღვაწეთა და მწვრთნელთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახებისათვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევა. რის საფუძველზეც 3 თვის განმავლობაში ყოველთვიური 187,50 ლარიანი დახმარება გაეწია 41 ბენეფიციარს 23 063  ლარის ოდენობით,  არასაპენსიო ასაკის  საქართველოს დამსახურებულ 8 მწვრთნელზე გაცემული იქნა 187,50 ლარიანი დახმარება 4 500 ლარის ოდენობით იუბილეებისა და სხვა ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით მატერიალური მხარდაჭერა გაეწია 3 ბენეფიციარს სულ თანხით 1 600 ლარი. 600 ლარი გაცმული იქნა 2015 წლის სპორტის დამსახურებული მუშაკის ნადეჟდა ორლოვას იუბილესთან დაკავშირებული მხარდაჭერისათვის ვალდებულების მუხლიდან. 3 458 ლარი გაიცემა საანგარიშო წლის ბოლომდე, თანხა გათვალისწინებულია საპენსიო და არასაპენსიო ასაკის   სპორტის მუშაკთა, სპორტის დამსახურებულ მუშაკთა, მოღვაწეთა და მწვრთნელთა გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარება.

ქვეპროგრამა ხორციელდება დაბრკოლებების გარეშე.შესრულების პროცენტი საანგარიშო  გეგმასთან: 89,5 %, ხოლო შესრულების პროცენტი წლიურ გეგმასთან: 22,2 %

პროგრამა - ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობა

საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს  93 516  ლარს, საკასო ხარჯი 38 359 ლარს.  ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია წლის განმავლობაში 11 ღონისძიების ორგანიზება. მათ შორის, პირველ კვარტალში 6 ღონისძიების ორგანიზება, საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა შემდეგი ღონისძიებები:

  1. ფორუმი რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი - 15 000 ლარი, აღნიშნულ თანხაში მარტის თვეში განხორციელდა ფორუმი ,,რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი“, რომელიც ითავლისწინებდა აჭარაში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების 50 სტუდენტ ახალგაზრდის მონაწილეობას, ღონისძიება განხორციელდა სასტუმრო ,,ოაზისში“. ელექტრონულ ტენდერში ვაჭრობის შედეგად აუთვისებელი დარჩა 7000 ლარი;
  2. ინტელექტუალური თამაშები - აჭარის სასკოლო ჩემპიონატი მოიცავს 3 ეტაპს, საანგარიშო პერიოდში დროის გეგმის მიხედვით ჩატარდა ორი ეტაპი, აღნიშნულ ღონისძიებაზე 8 016 ლარის  განაღდება განხორციელდება აპრილის თვეში. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ხუთ მუნიცილიტეტში ჩატარდა საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის იტელექტუალური თამაშები, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა საჯარო სკოლის 700 -მდე მოსწავლე, თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბათუმში ჩატარებულ ფინალურ ტურში;
  3. მხიარული რეგიონი - აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის არანაკლებ 90 ახალგაზრდამ, ღონისძიებას ესწრებოდა 820 -ზე მეტი მაყურებელი, ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებული გუნდი გაემგზავრა ორდღიან ექსკურსიაზე ტაო-კლარჯეთში, რისთვისაც ბიუჯეტიდან ხარჯი გაიწია 16 500 ლარი;

4.ახალგაზრდობის კლუბების მხარდაჭერის პუნქტით გათვალისწინებული კლუბების ღონისძიებების ორგანიზებაზე დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერები, რომელთა დასრულების შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულებები და ღონისძიებების ორგანიზება დაიწყება მეორე კვარტალში.

ხოლო, რაც შეეხება ერთჯერადი თავისუფალი პროექტებისა  და უცხოეთში სხვადასხვა ტრენინგ სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილე სტუდენტ ახალგაზრდების მხარდაჭერის პუნქტებს, დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა გაწეული ხარჯი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების დაუზუსტებლობის გამო.  

პროგრამა - 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მხარდაჭერა.

ქვეპროგრამა

 

N

ქვეპროგრამის დასახელება

დაზუსტებული

გეგმა (ლარი)

ფაქტი

შესრულების %

1

 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მზადების ხელშეწყობა

437 500

-

-

 

სულ  ჯამი:

437 500

-

-

ქვეპროგრამით დაგეგმილი აქტივობები განხორციელდება  საანგარიშო წლის ბოლომდე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე