ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი კვლავ სამების ტაძარში დააბრძანეს

საქართველო, თბილისი - 16:24 | 17.05.2016
ნანახია: 1279

თბილისში, ვარდების მოედნიდან, აწყურის ღვთისმშობლის ხატით სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დასრულდა. სამების ტაძართან მომლოცველებს უწმინდესი და უნეტარესი შეეგება.  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი კვლავ სამების ტაძარში დააბრძანეს.სრულიად საქარტველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  შეკრებილები დალოცა და აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შემობრძანება მიულოცა მრევლს.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ეკლესია და აგვაშენებინოს აწყურის ტაძარი." - განაცხადა პატრიარქმა.

მსვლელობაში სასულიერო პირები, მრევლი და ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე