“თავისუფალი დემოკრატები” მასშტაბურ აქციებს გამართავენ

საქართველო, თბილისი - 14:26 | 16.05.2016
ნანახია: 2045

”თავისუფალი დემოკრატები” კაბელების საქმესთან დაკავშირებით შაბათს მასშტაბურ აქციას გამართავენ. ამის შესახებ რუსთავი 2-ს პარტიიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა დღეს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს და აქციების შესახებ განცხადების გაკეთებას დღეს 3 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე გეგმავენ.

აქციაში მონაწილეობას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც მიიღებენ.

აქცია თბილისში პროკურატურის შენობასთან გაიმართება. რის შემდეგაც იგეგმება მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე