თურქეთში ”ისლამური სახელმწიფოს” შვიდი მებრძოლი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:43 | 16.05.2016
ნანახია: 1531

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ელიაზიღის რაიონში პოლიციამ ”ისლამური სახელმწიფოს” შვიდი წევრი დააკავა. მათ შორის დაჯგუფების უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენელი და ჯალათი.

როგორც თურქულ მედიას პოლიციელებმა განუცხადეს, მებრძოლები ელიაზიღში სირიიდან ჩავიდნენ და დაჯგუფების ახალი წევრების გადაბირების საქმით იყვნენ დაკავბეული.

დაკავებულები თავდაპირველად სამედიცინო შემოქმედების მიზნით, საავდმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტში გადაიყვანეს.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე